Google Chrome
Comodo Dragon
Update 30.11.2018
კომპიუტერული უსაფრთხოება

_
უნებართვო კავშირები.txt

- არ არსებობს დაცული კომპიუტერი, რომელზეც Internet სადენი არის მიერთებული
- უსაფრთხო მუშაობისთვის საჭიროა მეორე კომპიუტერი, რომელსაც არასდროს შეერთდება ქსელში
- ნამუშევრები და პაროლები - არ უნდა იყოს შენახული მუდმივად ჩართულ მყარ დისკზე
- არ დატოვო ტელეფონი Camer-ით ოთახისკენ და საქმიან საუბარს ნუ გამართავ ტელეფონთან ახლოს

საეჭვო პროგრამა და ვირუსი
-ნებისმიერი პროგრამაზე, ანუ EXE ფორმატის ფაილებზე (სხვა ფორმატებზეც) შესაძლებელია პროგრამის მიბმა, როგორც Winrar-ით ისე Visual Studio-თი და სხვა უამრავით. უკვე ყველას შეუძლია ადვილად და არ უნდა გადმოვწეროთ საეჭვო გვერდებიდან საეჭვო პროგრამები. მაგალითად შევედით virusporno.com-ზე და ვიწერთ უახლეს პროგრამა Skype 77.7, ან 3Ds Max 2077, გამოუცდელი მომხმარებელი ვერ მიხვდება ოდნავ დიდი ზომის და შენელებულ პროგრამას, აყენებს სკაიპს და ამავდროულად აყენებს ჯაშუშურ პროგრამას, რომელიც გვაუქმებინებს დაცვას საკუთარი ხელით და სხვა მრავალი ხრიკუჭებიც.
-არსებობს სანდო გვერდები, სადაც ყველანაირი სიახლე ქვეყნდება და აღარაა საჭირო სხვა საიტების თვალიერების იმის იმედად, რომ რამე ახალი გავიგოთ. მაგალითად rutracker.org, file.ge
-კარგი ანტივირუსი პოულობს ამ ყველაფერს, მაგრამ არის შემთხვევები, რომ პროგრამის გამხსნელის (Crack, Keygen, Patch) წაშლასაც გვთავაზობს, შინაარსობრივად ის ვირუსია, მაგრამ პროგრამის გახსნისთვის მუშაობის ნებართვას ვაძლევთ.



ინტერნეტ სადენი
- D-link გამანაწილებელიც საკმარისია, რომელსაც 2, ან მეტი შესაერთებელი ექნება
- როცა ინტერნეტის გამოყენებას შევწყვეტთ დიდი ხნით, ეს სადენი გამოვაძროთ (ფილმის ყურებისას, ოთახიდან გასვლისას)



გვერდების აკრძალვა
- ვხსნით C:/windows/system32/drivers/etc/hosts აქ გვხვდება უფორმატო (უნიშნო) ფაილი hosts ვხსნით notepad-ში და ასე ვამატებთ საიტებს: Hosts.txt

Antivirus
-დავაყენოთ ანტივირუსი antivirus
-ავითვისოთ Antivirus-ის, Firewall-ის და Hips-ის მუშაობა, რათა საკუთრი პროგრამები და ინტერნეტი არ დავბლოკოთ და არ დავაბრალოთ მწარმოებელს უვარგისობა



Windows
-დავადგინოთ Windows-ის Original-ის ზომა, რომ გადმოწერისას გადაკეთებული არ შემოგვეპაროს და ბევრი ჩამატებული პროგრამით
-კომპიუტერში Windows-ის ჩაწერის შემდეგ ქმედებები: Windows-ის ჩაწერა, მოწყობა, დაცვა

Internet Browser (Comodo Dragon) + Extensions
-Comodo Dragon გაცილებით უსაფრთხოა ვიდრე სხვა დანარჩენი.
დაწვრილებით





პაროლი
- ელექტრონული ფოსტის და სხვა ნებისმიერი ინტენრეტ გვერდის პაროლი უნდა იყოს რთული (შეიცავდეს დიდს, პატარა ასოებს და სიმბოლოებს: WiZ_91!-y.f$0) და დროდადრო ვცვალოთ. ჩავწეროთ ფურცელზე და არავითარ შემთხვევაში კომპიუტერში.
- ზოგიერთ გვერდზე, გაწევრიანების დასრულებისთვის, საჭიროა ჩვენს ფოსტაზე მიღებული წერილით დავუდასტუროთ. პაროლის დავიწყებისას აღდგენაც ასევე ხდება, ამიტომ პაროლები ერთდროულად უნდა შეიცვალოს თანმმდევრობით ფოსტაზე და საიტზე.

HDD/SSD მყარი მეხსიერება
- მონაცემების კარგი შენახვისთვის და დაცვისთვის საჭიროა 2-3 HDD/SSD
- არ დავყოთ 1 HDD/SSD ორ virtual დისკად, ცდომილებებს იწვევს, ფაილები ზიანდება
- თუ  2 HDD/SSD გვაქვს, ერთი ჩავაყენოთ, მთლიანად C დისკად და მეორეს ვიყენებთ ორეულად, ვანახლებთ დროდადრო.
- თუ 3 HDD/SSD გვაქვს, პრველს ვიყენებთ C დისკად, მეორეს D დისკად, მესამე D დისკის ასლი - ვანახლებთ დროდადრო.
- რასაც ვწერთ კომპიუტერში internet-დან, თუ Flash-დან, შევინახოთ შესაბამის საცავებში (პროგრამები, ვიდეოები, მონაცემები) და არა Desktop-ზე
- HDD/SSD შეერთება გამოძრობა გამორთულ კომპიუტერში ხდება, ჩართულზე იწვება საცავი ან/და შემაერთებლები
- ყველა HDD/SSD-ს აქვს თავისი ვადა, უნდა განვსზაზღვროთ პერიოდი (5 წელი, 2 წელი მოხმარების მიხედვით) და ვცვალოთ, სანამ მონაცემებს დაკარგავთ

თვალთვალი
- კომპიუტერში შეერთებული დინამიკების, ან ტელევიზორის გამოყენება შეიძლება მიკროფონად, ნებისმიერ დროს, ჩვენგან დამოუკიდებლად
- ნებისმიერი მოწყობილობა, ან Service, რომელიც გამორთულია ციფრულად (Disable, Turn off...), არ ნიშნავს რომ მართლაც გამორთულია
- როცა მობილურში ვრთავთ ხმამაღლა მოლაპარაკეს, მიკროფონი მთელი ოთახის ხმას იწერს და როცა ვთიშავთ, მხოლოდ მოჩვენებითად ვიწვევთ მის დაქვეითებას (უბრალოდ დინამიკებში აღარ მოდის ძლიერი სიგნალი), მუდმივად აღიქვავს ხმებს შორიდან. ორივე მხარეს მოთავსებული მაღალი რანგის კამერა მხოლოდ ხარისხიან თვალთვალს ემსახურება.
- facebook, odnoklassniki, ან სხვა მებისმიერი ქსელებიდან გადმოწერილ სურათებს, რომელსაც აქვს მინიჭებული კოდი ( 34353453_567575676564654544_57544365465464_c ), სახელი შეუცვალეთ.
- რჩევა: gmail.com-ის და youtube.com-ის ნუ ენდბით ბოლომდე და გამოიყენეთ მსგავსი საიტები Rutube.ru და Mail.ru